ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებას

დღეს ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გადასცა საკომუნიკაციო და სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენისთვის საჭირო დახვეწილი აღჭურვილობა, რომელიც საქართველოს მწვანე საზღვარზე განთავსდება. აღნიშნული აღჭურვილობა მნიშვნელოვნად დაეხმარება სასაზღვრო პოლიციას საქართველოდან მეზობელ ქვეყნებში ადამიანების, ტვირთის და პირუტყვის უკანონო გადაადგილების კონტროლში და საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი ზომების მიღებაში.  

გადაცემული პაკეტი ასევე მოიცავს ინტერნეტთად დასაკავშირებელ თანამედროვე ინსტრუმენტებს, რაც საშუალებას მისცემს სასაზღვრო პოლიციას მთავარ სამმართველოში, თბილისში, ფუნქციონირებად პირდაპირ საკომუნიკაციო საშუალებებს დაუკავშიროს სახმელეთო საზღვრის სექტორული სადგურები, რომლებიც მოშორებით და მაღალმთიან ზონებშია განთავსებული. აღნიშნული IT ინსტრუმენტები სანდო კომუნიკაციის უზრუნველყოფასთან ერთად იძლევა დროის და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის საშუალებას. 

გასული წლების მანძილზე ევროკავშირი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) მხარს უჭერდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასაზღვრო პოლიციას საქართველო-თურქეთის მწვანე საზღვარზე მეთვალყურეობის და გამოვლენის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებაში და ამ მიზნით საქართველოს მთავრობას საკმაოდ დიდი რაოდენობის აღჭურვილობა გადაეცა. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 

  • თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია,   Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • ანა კაკუშაძე, კომუნიკაციის ოფიცერი, IOM, akakushadze@iom.int

 

ასევე ეწვიეთ IOM-ის ვებგვერდს www.informedmigration.ge და Facebook გვერდს SBMMG.