ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები

ევროკავშირის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს 2019 წელს თელავში აღნიშნავს

2019 წლის 18 ოქტომბერს ევროკავშირი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ევროპის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მე-13-ე დღე ერთობლივი ღონისძიებით თელავში აღნიშნეს.  

აღმოსავლეთ საქართველოს მთავარ ქალაქში ევროკავშირმა და IOM-მა,  ადგილობრივი მთავრობის და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან  ერთად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს. ტრეფიკინგი მსოფლიოში ყველაზე სერიოზული ტრანსნაციონალური დანაშაულია და ის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ჩვენი დროის ყველაზე კომპლექსურ გამოწვევას წარმოადგენს.  ღონისძიების ფარგლებში მოხდა იმ გზავნილების გაჟღერება, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავს ამ საშინელი ფენომენის წინააღმდეგ მტკიცე და კოორდინირებული, ინტერდისციპლინარული ზომების მნიშვნელობას. 

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო თელავში ერეკლე II-ის სასახლის გალავანთან "უხილავნი ჩვენს შორის" გამოფენის გახსნას. კამპანიას "უხილავნი ჩვენს შორის" IOM ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. ეს არის არტ-ინსტალაცია, რომლის ფარგლებშიც ხის ფიგურებზე წარმოდგენილია ტრეფიკინგის მსხვერპლი პირების, ქალების, მამაკაცების და ბავშვების, რეალური ისტორიები. კამპანია პირველად IOM-მა 2014 წელს უკრაინაში, შემდეგ ბელარუსში და მოლდოვაში ჩაატარა. საქართველომ კამპანიას პირველად 2018 წელს უმასპინძლა. 

ბოლო 10 წლის მანძილზე, ევროკავშირი და IOM მუშაობენ ტრეფიკიორების სისხლის სამართლებრივი დევნის, ტრეფიკინგის მსხვერპლ პირთა დაცვის და დახმარების და ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. ევროკავშირის მდგრადი მხარდაჭერა შესაძლებლობას გვაძლევს მომავალშიც გავაგრძელოთ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული საქმიანობა. 

 

For further information contact:

 

Please also visit the IOM websites www.informedmigration.geand its Facebook page SBMMG.