18 ოქტომბერს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის დღის აღსანიშნავად და ბავშვთა იძულებითი მათხოვრობის საკითხზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, IOM-მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად და ევროკავშირის ხელშეწყობით, ხაზი გაუსვა იმ უხილავ საფრთხეებს, რომლის წინაშეც მათხოვრობაში იძულებით ჩართული ბავშვები არიან. აღნიშნულ თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით IOM-მა ქართველ ქუჩის მხატვართან, გაგოშასთან ითანამშრომლა, რომლის ნამუშევრებიც სოციალურ პრობლემებს ეხება.