დაცული
საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის
მხარდაჭერა
 
 
Logo
 
პროექტს ახორციელებს
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
 
 
 
   
English  
|
  Georgian
 
 
 
           კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ინფორმირებული მიგრაციის" ვებ-გვერდზე!
 
 
ვებ-გვერდი შექმნილია და ფუნქციონირებს ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის 2012 წლის პროგრამის მიერ.
 
ვებ გვერდის მიზანია:
 
  • საქართველოს მოსახლეობას მიაწოდოს უახლესი ობიექტური ინფორმაცია უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ
  • საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიიღონ გრძელვადიანი სარგებელი რეინტეგრაციის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში
 
 
 
პროექტის მნიშვნელოვანი მოვლენები
 
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მეტი მეტისათვის“ პროექტის ფარგლებში IOM-მა საქართველოს საპატრულო პოლიციას 2016 წლის დეკემბერში 10 VSC40HD/FS აპარატურა გადასცა. აღნიშნული აპარატურა წარმოებულია  დიდ ბრიტანეთში, „ფოსტერ ენდ ფრიმანის“ მიერ; ის განკუთვნილია კონკრეტულად  დოკუმენტების მეორადი ხაზის შემოწმებისათვის და განთავსებულია საქართველოს 10 სასაზღვრო გამტარ პუნქტში.
 
 
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მეტი მეტისათვის“ პროექტის ფარგლებში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თხოვნით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2017 წლის 19 – 21 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ თბილისში“ სამინისტროს 7 თანამშრომლისათვის პრეზენტაციის უნარების ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც სამინისტროს ხარისხის კონტროლის და იურიდიული დეპარტამენტების თანამშრომლები, ასევე ის ოფიციალური პირები, რომლებიც გადაწყეტილების მიღების პროცესში მონაწილეობენ. სამდღიანი ტრენინგის მიზანი იყო იმ თანამშრომლების მხარდაჭერა, რომლებიც სამინისტროს სახელით პრეზენტაციებს გარე აუდიტორიისათვის ატარებენ და ასევე იმ თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება, რომლებიც სამინისტროში ტრენინგების ჩატარებაზე არიან პასუხისმგებელნი.
 
 
 
5 – 10 აპრილს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მოწვევით საქართველოს ესტუმრა მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი, ქ-ნ ქეთლინ ნიულენდი. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი შეხვდა სამიზნე უწყებების, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილა საქართველოში მიგრაციისა და გავნითარების კუთხით არებული შესაძლებლობების გამოყენების გზები. შეხვედრებზე საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა ფულადი გზავნილები, მჭიდრო თანამშრომლობა დიასპორასთან და (ცირკულარული) კანონიერი შრომითი მიგრაცის ხელშეწყობა.
 
 
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2013 – 2017 წლების „მეტი მეტისათვის“ პროექტის მიღწევების შეჯამების მიზნით IOM 2017 წლის 22–23 მარტს თბილისში ინტეგრირებული საზღვრის მართვის კონფერენციას უმასპინძლა. პროექტის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნით. კონფერენცია საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებამდე ექვსი დღით ადრე გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსებმა. ღონისძიება აქტიურად გააშუქა მედიამ.  კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეწვიენ სტუმრები ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან, ლატვიიდან, მოლდავეთიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.   ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში და რეგიონში არსებული საელჩოების წარმომადგენლები. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის იყვნენ პარტნიორები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან და  მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიიდან.
 
 
 
 
პროექტის მიღწევების შეჯამება -  საინფორმაციო ბიულეტენის მეოთხე და ბოლო გამოშვება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებს საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით" ("მეტი მეტისათვის") ფარგლებში მოხდა საზღვრის ინტეგრირებული მართვის და მიგრაციის მართვის სფეროებში საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში (VLAP) გაწერილი ძირითადი მიზნების მიღწევების ხელშეწყობა. ევროკავშირის ექსპერტიზაზე დაყრდნობით პროექტმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა შინაგან საქმეთა სამინისტროს რისკების ანალიზის სფეროს განვითარების კუთხით და მასთან ერთად სხვა სამთავრობო სტრუქტურებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან მუშაობის მიმართულებით, ხელი შეუწყო დაბრუნებული ქართველი მიგრანტების რეინტეგრაციას და ბრძოლას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. აღნიშნულმა წარმატებულმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში აღნიშნული მიზნების მიღწევაში და, შესაბამისად უზრუნველყო უვიზო მიმოსვლის მინიჭება.  

 და გაეცანით ჩვენს მიღწევებს.
 
 
 
 

ევროკავშირმა გამოაქვეყნა ხშირად დასმული კითხვები
​შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ. .
 
 
 
 
პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ხანმოკლე ვიზიტების განხორციელების მიზნით უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ. უვიზო რეჟიმი გულისხმობს ხანმოკლე მიზნებისთვის თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას
 
 
 
 
ევროკავშირის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა 2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 9.5 მილიონი ლარის (3.4 მილიონი ევრო) ღირებულების საზღვის სამეთვალყურეო აღჭურვილობა გადასცა. სამინისტროს გადაეცა მნიშვნელოვანი რაოდენობის საკომუნიკაციო, სამეთვალყურეო და გამოვლენისთვის საჭირო აღჭურვილობა საქართველო-თურქეთის მწვანე საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აღჭურვილობის შეძენა მოხდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით“ ფარგლებში, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს. შეძენილ სპეციალიზირებულ მოწყობილობებს შორისაა სამეთვალყურეო კოშკები, რომლებიც ამჟამად ეწყობა საქართველო-თურქეთის საზღვარზე.
 
 
 
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მეტი მეტისათვის“ პროექტის ფარგლებში IOM-მა საქართველოს საპატრულო პოლიციას ათი ცალი VSC40HD/FS აპარატი გადასცა. აპარატები დამზადებულია დიდ ბრიტანეთში, კომპანია „ფოსტერ ენდ ფრიმანის“ მიერ. ისინი კონკრეტულად მეორადი ინსპეტირებისათვის გამოიყენება და მათი განთავსება მოხდება ათ სასაზღვრო გამტან პუნქტზე. მალე მოხდება აღნიშნული დანადგარების ინსტალაცია სამ საერთაშორისო აეროპორტში თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. აპარატურა ასევე განთავსდება ლარსის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საქართველო - სომხეთის საზღვარზე, წითელ ხიდზე, ლაგოდეხის და ვახტანგისის საზღვრებზე აზერბაიჯანთან და სარფის და კარწახის საზღვრებზე თურქეთთან.
 
 
 
 
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია
 
2016 წლის 7 დეკემბერს გამართულ მოლაპარაკებებზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ევროპარლამენტმა და კომიასიამ მიაღწიეს კომპრომისს იმ მექანიზმის პირობებზე, რომელიც შეაჩერებს უვიზო რეჟიმს და რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა ხელშეკრულებასთან მიმართებაში.

 
 
 
 
21 - 22 ნოემბერს საქართველოს ესტუმრა დელეგაცია სომხეთის მიგრაციის მართვის სხვადასხვა სტრუქტურებიდან. გაიმართა შეხვედრა კოლეგებთან საქართველოში, რომლის ფარგლებშიც შედგა მიგრაციის მართვის სფეროში ეფექტური პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

ექვსი ოფიციალური პირი სომხეთიდან შეხვდა საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
 
 
 
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში IOM-მა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომლისათვის 2016 წლის 7-9 ნოემბერს დაცული დოკუმენტების და ყალბი დოკუმენტების გამოვლენის თემაზე ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს კონსულები, რომლებიც თურქეთში, აზერბაიჯანში, ირანში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, კუვეიტში, ჩინეთში, ყატარში, სამხრეთ აფრიკასა და იორდანიაში მსახურობენ. მათთან ერთად ტრენინგში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომელი თბილისიდან. პირველ ორ დღეს ტრენინგს უძღვებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი ქეთი კობახიძე და IOM-ის საზღვრის მართვის სპეციალისტი მარკ რიჩმონდი. ტრენინგის ძირითადი თემები იყო დაცული დოკუმენტების ნიშნები, დოკუმენტების ბოროტად გამოყენება და თვითმარქვიების ამოცნობა.
 
 
 
 
 
 
საქართველოს მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის ეფექტური განვითარების ხელშეწყობის მიზნით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2016 წლის 2 - 4 ნოემბერს ორგანიზება გაუწია ტრენინგს მონაცემთა უსაფრთხოების და გაზიარების საუკეთესო პრაქტიკის თემაზე.

ტრენინგს ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ტექნიკური ექსპერტები, რომელთა მოვალეობაა ერთიანი მიგრაციის ანალიზის სისტემის განვითარების მხარდაჭერა. ტრენინგს უძღვებოდა ბატონი ნიკ საუტონი, მონაცემთა სპეციალისტი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც სახელმწიფო სამსახურში ოცდაათ წელზე მეტი მსახურობდა.
 
 
 
 
 
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2016 წლის 1-3 ნოემბერს ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის  18 ახალი საპატრულო პოლიციის ოფიცრისათვის. ტრენინგი მოჰყვა ქუთაისში ორი თვის წინ ჩატარებულ ამავე თემატიკის ტრენინგის და მოეწყო აეროპორტიდან "ვიზ ეარის" მიერ ევროკავშირის მიმართულებით  შვიდი ახალი რეისის ამოქმედების საპასუხოდ, რადგან მგზავრთა დიდმა რაოდენობამ და ბილეთების დაბალმა ფასებმა შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაზარდოს დოკუმენტების გაყალბების შემთხვევების რაოდენობა.
 
 
 
 
 
 
24 - 28 ოქტომბერი 2016
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში IOM-მა ორგანიზება გაუწია ტრენერთა ტრენინგს თემაზე "ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და გამოძიება". ტრენინგს უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი ჯეფ ამირი და მასში მონაწილეობდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საინფორმაციო ანალიტიკური, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერები.
 
 
 
 
 
 
18 - 20 ოქტომბერი 2016
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში, IOM-მა უზრუნველყო კელნის გერმანიის ფედერალური საბაჟოს წარმომადგენლების სანდრა ესერის და მატიას გოლბას  ვიზიტი საქართველოში, რომლიც ფარგლებშიც 2016 წლის 18 - 20 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე "საქონლის საერთაშორისო ტრანსპორტირება და მიწოდება". ტრენინგი შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საჭიროებების საპასუხოდ ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან შემოსავლების სამსახურის ოცი მოწინავე ხაზის ოფიცერი მონაწილეობდა.
 
 
 
 
 
 
5 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ევროკავშირის საბჭოს სახელით საქარველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკების წარმოების შესახებ თანხმობა განაცხადა. მან დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება, რომელიც სთავაზობს ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას 90 დღის ვადით  ნებისმიერი 180  დღის განმავლობაში. 

ევროკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ ვიზების ლიბერალიზება საქართველოსთვის ძალაში უნდა შევიდეს იმავე დროს, რა დროსაც ძალაში შევა ,,ვიზების შეჩერების მექანიზმი.“

საბჭოს მიერ მინიჭებული ამ მანდატის საფუძველზე სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან.
 
 
 
 
 
 
  ვრცელი ინფორმაციისათვის იხილეთ
 
 
 
     
 
 
 
     
 
 
 
     
 
 
 
   
 
 
 
 
 
     
 

 
 

ვიზის ლიბერალიზაცია გასაგებ ენაზე
 
 


თქვენი კავშირი საქართველოსთან
 
 

შემოგვიერთდი და დარეგისტრირდი დიასპორის ვებ პორტალზე