დაცული
საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის
მხარდაჭერა
 
 
Logo
 
პროექტს ახორციელებს
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
 
 
 
   
English  
|
  Georgian
 
 
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პუბლიკაციები

პროექტის მიღწევების შეჯამება - საინფორმაციო ბიულეტენის მეოთხე და ბოლო გამოშვება
 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებს საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით" ("მეტი მეტისათვის") ფარგლებში მოხდა საზღვრის ინტეგრირებული მართვის და მიგრაციის მართვის სფეროებში საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში (VLAP) გაწერილი ძირითადი მიზნების მიღწევების ხელშეწყობა. ევროკავშირის ექსპერტიზაზე დაყრდნობით პროექტმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა შინაგან საქმეთა სამინისტროს რისკების ანალიზის სფეროს განვითარების კუთხით და მასთან ერთად სხვა სამთავრობო სტრუქტურებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან მუშაობის მიმართულებით, ხელი შეუწყო დაბრუნებული ქართველი მიგრანტების რეინტეგრაციას და ბრძოლას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. აღნიშნულმა წარმატებულმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში აღნიშნული მიზნების მიღწევაში და, შესაბამისად უზრუნველყო უვიზო მიმოსვლის მინიჭება.  

  და გაეცანით ჩვენს მიღწევებს.
 

 
 
ახალი პუბლიკაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე
 

უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული მრავალი საქმიანობა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, ადამიანით მოვაჭრეების დანაშაულის ჩადენის ხერხები ვითარდება და შესაბამისად, სახელმწიფოების მოვალეობაა საკუთარი საქმიანობით უპასუხონ მსხვერპლთა საჭიროებებს და უზრუნველყონ სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებობების მიზნობრივი განვითარება. 
 
2015 წლის ბოლოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცამ, IOM-ის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში აღნიშნულ ქვეყნებში არსებული სიტუაციის შედარებითი შეფასება, რაც ხელს შეუწყობის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში დაგეგმილი საქმიანობის გაუმჯობესებას. 

​აღნიშნული ინიციატივის შედეგ 2016 წლის ივნისში გამოიცა ანგარიშები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში არსებულ სიტუაციაზე სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. ანგარიში, რომელიც ეხება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში საქართველოში არსებულ სიტუაციას შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ

 
 

პროექტის მიღწევების შეჯამება - საინფორმაციო ბიულეტენის მესამე გამოშვება
 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) უკვე ორ წელზე მეტია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” (მეტი მეტისათვის). პროექტის მთავარი მიზანია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების და საზღვრის და მიგრაციის ნაკადების მართვის სფეროში არსებული გამოწვევების  დაძლევის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა.  მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნები, საქართველო იმყოფება მოსამზადებელ ფაზაში, რის შემდეგაც ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებს ექნებათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა  შენგენის სივრცეში 90 დღემდე ვიზიტის განხორციელების მიზნით. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილებაში გარკვეული წვლილი შეიტანა ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში საზღვრის და მიგრაციის მართვის სფეროში გაწეულმა ძალისხმევამ.   

  და გაეცანით ჩვენს წლევანდელ მიღწევებს და მომავალი წლის გეგმებს. 

 
 
 

IOM-ის 2011 – 2015 წლების სტატისტიკის შეჯამება
 

2014 წელს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 20 მილიონამდე მიგრანტს აღმოუჩინა მხარდაჭერა. 2011 წლიდან დღემდე, IOM-მა 24,647 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს გაუწია დახმარება. 2015 წელს IOM-მა 69,196 დაბრუნებულ მიგრანტს შესთავაზა სარეინტეგრაციო დახმარება. 2015 წელს 41,467-მა მიგრანტმა მიიღო მონაწილეობა IOM-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში. 2011 წლიდან დღემდე IOM-მა ჩაატარა მილიონზე მეტი მიგრანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. 2015 წელს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 200-ზე მეტი ანგარიში გამოაქვეყნა. 


 

 

IOM-ის მხარდაჭერით შემუშავებული შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი პუბლიკაცია  
 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოსცა ახალი პუბლიკაცია ”ცნობარი არალეგალური მიგრაციის შესახებ”, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს საქართველოში მცხოვრები მიგრანტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ცნობარი აღწერს საქართველოში იმიგრაციის  არსებულ სამართლებრივ კონტექსტს და პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს.
 
ცნობარი ხელმისაწვდომია სამ ენაზე (ენგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე) და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ



 

 

მიგრაციის მონაცემების მართვა
 

საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ბაზის განვითარებისკენ. ბაზაში შევა მიგრაციასთან დაკავშირებული მონაცემების დიდი რაოდენობა, რომელიც ასახავს საქართველოში  უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლას, ცხოვრებას და ქვეყნიდან გასვლას.
 
ეს ერთიანი ბაზა იქნება მონაცემების შეგროვების და გაცვლის ტექნიკური ინსტრუმენტი და დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას აწარმოოს ანალიტიკური ანგარიშები, რომელთა საფუძველზეც მოხდება ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული მიგრაციის პოლიტიკის განვითარება.
 
2010 წლიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლების თხივნით გააკეთა მიგრაციის მონაცემების ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯების შეფასება. აქ შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო ექპერტების ანგარიშები:





 
 
 
პროექტის მიღწევების შეჯამება - საინფორმაციო ბიულეტენის მეორე გამოშვება
 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შეასრულა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” (მეტი მეტისათვის) პირველი 20 თვე.
 
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში და საზღვრების მართვის სფეროში და მიგრაციის ნაკადებით გამოწვეული სირთულეების გადალახვის პროცესში. გასული 6 თვის მანძილზე განხორციელებულ აღსანიშნავ საქმიანობებს შორისაა ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლო ვიზიტების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება რისკის ანალიზის სფეროში, ევროკავშირის ექსპერტების ვიზიტები საქართველოში  შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლების და საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართველი კოლეგებისთვის ყალბი დოკუმენტების ამოცნობის და იდენტურობის მართვის სფეროებში გამოცდილების გაზიარების მიზნით.  და გაეცანით ჩვენს წლევანდელ მიღწევებს და მომავალი წლის გეგმებს. 

 
 
 

პროექტის მიღწევების შეჯამება - საინფორმაციო ბიულეტენის პირველი გამოშვება
 

2013 წლის დეკემბერში ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო პროექტი ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით”, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში გაწერილი კრიტერიუმების მიღწევაში. და გაეცანით ჩვენს წლევანდელ მიღწევებს და მომავალი წლის გეგმებს. 

 
 
 

მოკლე ანგარიში # 5
 

მობილურობის ცენტრმა 2014 წლის შემოდგომაზე 494 პოტენციური მიგრანტისათვის რაჭა-ლეჩხუმში,  ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. მოკლე ანგარიშში წარმოდგენილია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და თელავის მობილურობის ცენტრების მიგრანტთა ინფორმირებისა და კონსულტაციის განყოფილებების მიერ გაწეული მომსახურების მიმოხილვა. ცენტრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით - მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში ფუნქციონირებს.

 

2014 წლის შემოდგომაზე 334-მა დაბრუნებულმა მიგრანტმა გაიარა ინდივიდუალური კონსულტაცია პროფესიული სწავლების, ბიზნესის დაწყების, სამედიცინო მომსახურების, დოკუმენტების აღდგენა/ლეგალიზაციის, დასაქმების და სხვა მათთვის აქტუალურ საკითხზე.   250-ზე მეტმა დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო ინფორმაცია პროფესიულ სწავლებაზე, ბიზნესის დაწყებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, დოკუმენტების აღდგენა/ლეგალიზაციაზე, დასაქმებასა და სხვა მათთვის აქტუალურ საკითხზე. ანგარიში წარმოადგენს IOM-ის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და თელავის მობილურობის ცენტრების რეინტეგრაციის ხელშეწყობის განყოფილებების მომსახურების მოკლე მიმოხილვას. ცენტრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით - მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში ფუნქციონირებს.

 
 

მიგრაციის ტერმინოლოგია ქართულ ენაზე
 
მიგრაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ ენაზე მიღებული ტერმინოლოგიის ქართველი მკითხველისთვის გასაცნობად მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ ითარგმნა მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ჟენევა, 2004 წ.) და მომზადდა მისი ქართულენოვანი ელექტრონული ვერსია. თარგმანის პროცესში ორიგინალ ტექსტს დაემატა რიგი ახალი ტერმინებისა და მოხდა მათი მაქსიმალური დაახლოება ქართულ ანალოგებთან. 

პუბლიკაცია მომზადდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით და ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა“ დაფინანსებით. 

 
 
 
 

IOM-ის რეადმისიის მართვის პროექტის უახლესი ბიულეტენი
 

ამ საშუალებით თქვენ შეძლებთ ჩამოტვირთოთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოში რეადმისიის პროექტის უახლესი ბიულეტენი. ბიულეტენში გაეცნობით პროექტის მთავარ მიღწევებს და რეადმისიის მართვის წარმატებულ ელექტრონულ  სისტემას, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიღებული რეადმისიის მოთხოვნების მართვის და საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მათი უწყებათაშორისი დამუშავების ინოვაციურ საშუალებას.
 
IOM-ის ეს პროექტი, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი, 2015 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. 

 
 
 
 

მოკლე ანგარიში # 4
 

მობილურობის ცენტრმა 2014 წლის ზაფხულში 317 პოტენციური მიგრანტისთვის 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. მოკლე ანგარიშში წარმოდგენილია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და თელავის მობილურობის ცენტრების მიგრანტთა ინფორმირებისა და კონსულტაციის განყოფილებების მიერ გაწეული მომსახურების მიმოხილვა. ცენტრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით - მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში ფუნქციონირებს.

 

2014 წლის ზაფხულში  250-ზე მეტმა დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო ინფორმაცია პროფესიულ სწავლებაზე, ბიზნესის დაწყებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, დოკუმენტების აღდგენა/ლეგალიზაციაზე, დასაქმებასა და სხვა მათთვის აქტუალურ საკითხზე. ანგარიში წარმოადგენს IOM-ის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და თელავის მობილურობის ცენტრების რეინტეგრაციის ხელშეწყობის განყოფილებების მომსახურების მოკლე მიმოხილვას. ცენტრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით - მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში ფუნქციონირებს.

 
 

მოკლე ანგარიში # 3
 

2014 წლის მაისში საინფორმაციო შეხვედრების ჩასატარებლად IOM-ის მობილურობის ცენტრი ქვემო ქართლში ჯერ  დაბა მანგლისს, ხოლო  შემდეგ კი მარნეულს ეწვია.  ანგარიში წარმოადგენს IOM-ის თბილისის, ქუთაისის და თელავის მობილურობის ცენტრების მიგრანტთა ინფორმირებისა და კონსულტაციის განყოფილებების  მომსახურების მოკლე მიმოხილვას. ცენტრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით - მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში ფუნქციონირებს.

 

2014 წლის 29 აპრილს თბილისის მობილურობის ცენტრში საქართველოში დაბრუნებული, დასაქმების მსურველი მიგრანტებისთვის ჩატარდა ტრენინგი სამუშაოს ძებნის ტექნიკაზე. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამუშაოს ძებნის მექანიზმი; თვითშეფასება შრომის ბაზარზე; საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული ვითარება; სამუშაოს ძებნისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება; გასაუბრება და თვითპრეზენტაცია. ანგარიში წარმოადგენს IOM-ის თბილისის, ქუთაისის და თელავის მობილურობის ცენტრების რეინტეგრაციის ხელშეწყობის განყოფილებების მომსახურების მოკლე მიმოხილვას. ცენტრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით - მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში ფუნქციონირებს.

 
 

მოკლე ანგარიში # 2
 

უსაფრთხო მიგრაცია და არალეგალური მიგრაციის საფრთხეების პრევენცია იყო საინფორმაციო შეხვედრების თემატიკა პოტენციურ მიგრანტებთან შიდა ქართლში და აჭარაში. ამ მოკლე ანგარიშში წარმოდგენილია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მობილურობის ცენტრის მიგრანტთა ინფორმირებისა და კონსულტაციის განყოფილების მომსახურების მიმოხილვა.

 
მიგრაციის საერთაშორიო ორგანიზაციამ 2014 წლის აპრილში ჩაატარა ოთხo სპეციალური ტრენინგი დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ინსტიტუციონალური სისტემის გაძლიერების მხარდასაჭერად. პროექტმა დააფინანსა ბიზნესები სოფლი მეურნეობის, დისტრიბუციის და ტურიზმის სფეროებში. ამ მოკლე ანგარიშშიწარმოდგენილია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მობილურობის ცენტრის რეინტეგრაციის ხელშეწყობის განყოფილების მომსახურების მიმოხილვა 2014 წლის 10 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით.
 
 
 
მოკლე ანგარიში # 1
 
2014 წლის 10 თებერვალს თბილისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით - მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში მობილურობის ცენტრი გაიხსნა. ამ მოკლე ანგარიშში წარმოდგენილია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მობილურობის ცენტრის მიგრანტთა ინფორმირებისა და კონსულტაციის განყოფილების მომსახურების მიმოხილვა 2014 წლის 10 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით.
 
2014 წლის 10 თებერვალს თბილისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით - მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში მობილურობის ცენტრი გაიხსნა. ამ მოკლე ანგარიშში წარმოდგენილია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მობილურობის ცენტრის რეინტეგრაციის ხელშეწყობის განყოფილების მომსახურების მიმოხილვა 2014 წლის 10 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით.
 
 
 
ქართველი მიგრანტები თურქეთში
საქართველოდან წასული მიგრანტები, რომლებიც თურქეთში უკანონოდ მუშაობენ, შეიძლება დააკავონ სამართალდამცავმა ორგანოებმა და საქართველოში გამომგზავრებამდე მოათავსონ მიგრანტთა დროებითი დაკავების ცენტრში. რა უნდა იცოდეთ თქვენი უფლებების შესახებ? 
 
 
 
საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით
 
 
2013 წლის 15 დეკემბრიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით”. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის 2012 წლის პროგრამის ფარგლებში და 42 თვის მანძილზე, 2017 წლამდე, გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განახორციელებს კომპლექსურ და ინტეგრირებულ, ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით მიგრაციის მართვის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებს. პროექტის საერთო მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის ინტეგრირებული მართვის და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირს და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, შესაბამისად.
 
 
 
რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ
 
 
ბროშურა მიმოიხილავს დაბრუნების შემდეგ რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამით ხელმისაწვდომი ძირითადი მომსახურებები, რომლებსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. დაბრუნების შემდეგ რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან.
 
 
უსაფრთხო მიგრაციის ხელშეწყობისკენ მიმართული საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურება პოტენციური მიგრანტებისთვის
 
 
ბროშურაში მიმოიხილავს პოტენციური მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომ საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების ძირითად ელემენტებს. ამ ინიციატივის მიზანია უსაფრთხო მიგრაციის ხელშეწყობა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მობილურობის ცენტრების საშუალებით შესაძლებელია მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ უახლესი, სანდო ინფორმაციის მიღება. საზღვარგარეთ სხვადასხვა მიზნით (დასაქმება, ტურიზმი, სწავლა, მუდმივი ბინადრობა და ა.შ.) გამგზავრების მსურველებს მიეწოდებათ ობიექტური ინფორმაცია კონკრეტულ ქვეყნებში ლეგალური მიგრაციის არსებული პირობების შესახებ.