დაცული
საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის
მხარდაჭერა
 
 
Logo
 
პროექტს ახორციელებს
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
 
 
 
   
English  
|
  Georgian
 
 
 
 
24 ივნისი 2014
   
IOM-ის მობილურობის ცენტრების საქმიანობის ოთხი წარმატებული თვე  
2014 წლის 24 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ IOM-ის მობილურობის ცენტრების პირველი ოთხი თვის შედეგები შეაჯამა.
 
თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და თელავის მობილურობის ცენტრები 200-მდე საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს    მცირე ბიზნესის წამოწყებაში, პროფესიული უნარების განვითარებაში, სამედიცინო მომსახურების მიღებაში დასაქმებაში და დროებითი საცხოვრებლის მოძიებაში დაეხმარა. ამ ოთხი თვის მანძილზე პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის, მომსახურების და ტურიზმის სფეროში 18 ბიზნესი დაფინანსდა.
 
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციას და ის ევროკავშირს და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია. პროექტით განსაზღვრული საქმიანობით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განაგრძობს  საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებას საზღვრის ინტეგრირებული მართვის და მიგრაციის მართვის მიმართულებით და მხარს უჭერს ევროკავშირს და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების განხორციელებას.
 
მობილურობის ცენტრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ზემოაღნიშნული More-for-More პროექტის ნაწილია.
 
იხილეთ ღონისძიების მოკლე მიმოხილვა
 
 
 
 
 
19 ივნისი 2014  
საორგანიზაციო კომიტეტის მეორე შეხვედრა   
2014 წლის 19 ივნისს საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იუსტიციის სახლში მეორედ შეიკრიბნენ. შეხვედრა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, ევროკავშირის დელეგაციის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებმა გახსნეს.
 
IOM-მა ინტეგრირებული საზღვრის მართვის, მიგრაციის და განვითარების და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროებში პროექტის ამ ეტაპზე მიღწეულ შედეგებზე და მობილურობის ცენტრების მიერ 10 თებერვლიდან 18 ივნისამდე დაბრუნებული მიგრანტებისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. IOM-ის წარმომადგენელმა ისარგებლა შემთხვევით და კომიტეტის წევრებს ორგანიზაციის ახალი თანამშრომელი, ინტეგრირებული საზღვრის მართვის სპეციალისტი, მარკ რიჩმონდი გააცნო.
 
პირველი წლის მანძილზე პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრა ყოველ კვარტალში გაიმართება.
 
 
 
 
 
 
29 აპრილი 2014  
ტრენინგი დაბრუნებული მიგრანტებისთვის - სამუშაოს ძებნის ტექნიკა  
2014 წლის 29 აპრილს თბილისის მობილურობის ცენტრში საქართველოში დაბრუნებული, დასაქმების მსურველი მიგრანტებისთვის ჩატარდა ტრენინგი სამუშაოს ძებნის ტექნიკაზე. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამუშაოს ძებნის მექანიზმი; თვითშეფასება შრომის ბაზარზე; საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული ვითარება; სამუშაოს ძებნისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება; გასაუბრება და თვითპრეზენტაცია. 

თბილისის მობილურობის ცენტრის რეინტეგრაციის განყოფილება მდებარეობს თამარაშვილის ქუჩის 15ა ნომერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობაში, V სართულზე. მობილურობის ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 17:30-მდე. ცენტრში მოსვლამდე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (+995 32) 2600 955
 
 
 
 
 
 
  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განაგრძობს  ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას პარტნიორებთან ერთად
მაისის პირველი რიცხვებიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ავრცელებს ფლაერებს ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ექსპლუატაციაში მყოფი ადამიანებისგან შეთავაზებულ მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირების მიზნით. 

აშშ-ს საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების ბიუროს (INL) დაფინანსებით და IOM-ის მხარდაჭერით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განავითარა ფლაერები ხუთ სხვადასხვა ენაზე (ინგლისური, სპარსული, ქართული, რუსული და თურქული). ამ ინიციატივის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აჭარის რეგიონში, რომელიც წარმოადგენს ძირითად სატრანსპორტო კერას თურქეთს და საქართველოს შორის და ასევე მთავარ დანიშნულების ადგილს ტრეფიკინგის და იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლი ქალებისთვის. 
 
ზაფხულში IOM გაავრცელებს ამ ფლაერებს აჭარის სანაპირო ზონაში სარფის გამშვები პუნქტიდან ქობულეთის გადაჭედილ სანაპირომდე და როგორც ქართველ ასევე უცხოელ ტურისტებს მოუწოდებს მიაწოდონ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო ტრეფიკინგის შემთხვევის შესახებ. ეს ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივა პასუხობს საქართველოს მთავრობის 2013 და 2014 წლების ანტი-ტრეფიკინგის ეროვნული სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს.
   
 
 
 
 
 
 
აპრილი 2014
დასაქმება და დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობა
 
მიგრაციის საერთაშორიო ორგანიზაციამ 2014 წლის აპრილში ჩაატარა ოთხo სპეციალური ტრენინგი დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ინსტიტუციონალური სისტემის გაძლიერების მხარდასაჭერად. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტისა და სააგენტოს მუნიციპალური განყოფილებების თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი შემდეგ თემებზე: დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; კონსულტირების ტექნიკა; დამსაქმებელთან ურთიერთობა და ცენტრების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება.
 
 
 
 
 
 
 
29 აპრილი - 2 მაისი 2014
IOM ხელს უწყობს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით
29 აპრილიდან 2 მასის ჩათვლით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ უმასპინძლა ტრენინგს, რომლის მიზანი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება იყო. ტრენინგი ჩატარდა ბათუმში და მას 19 სამართალდამცავი მოხელე (მათ შორის 12 პოლიციელი და 7 პროკურორი) ესწრებოდა. ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ ბათუმის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტების ჯუფის ახლად დანიშნული წევრები.
 
ტრენინგს უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი სამართალდაცვით სფეროში, პოლ ჰოლმსი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ტრეფიკინგის მსხვეპლებთან გასაუბრების ეფექტური ტექნიკა, პროაქტიული გამოძიების ტექნიკა და ქვეყანაში ტრეფიკინგის დანაშაულის შემცირების მიზნით ტრეფიკინგთან ბრძოლის სპეციალისტების ჯგუფის საქმიანობის ეფექტურობის ზრდისკენ მიმართული რეკომენდაციები.
 
ამ ღონისძიებას წინ უძღოდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურასა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის გაფორმდა.
 
ტრენინგი განხორციელდა პროექტის ”შესაძლებლობების განვითარება აჭარაში და ქვემო ქართლის რეგიონში ტრეფიკინგის მსხვერპლთა პროაქტიული გამოვლენის მიზნით” ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL).
 
 
 
 
 
 
 
23–24–25 აპრილი 2014
საინფორმაციო შეხვედრები პოტენციური მიგრანტებისთვის აჭარაში
 
უსაფრთხო მიგრაცია და არალეგალური მიგრაციის საფრთხეების პრევენცია - ასეთი იყო პოტენციურ მიგრან- ტებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრების თემატიკა, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მობილურობის ცენტრმა ამჯერად აჭარაში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათოშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა. შეხვედრები ბათუმის იუსტიციის სახლში, გონიოსა და ქობულეთის #1 საჯარო სკოლებში ჩატარდა. შეხვედრებზე პასუხი გაეცა ადგილობრივი მოსახლეობის შეკითხვებს უცხოეთში, მათ შორის თურქეთში, ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ახალგაზრდებისათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ. არალეგალური მიგრაციის საფრთხეების თავიდან აცილების გზებზე საუბარში აქტიურად მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, გონიოს სასკოლო კლუბის ”აფსაროსის” წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქობულეთში შეხვედრაზე სამშობლოში დაბრუნებულმა შრომითმა მიგრანტებმა შეკრებილებს გაუზიარეს თავისი წარმატებული თუ წარუმატებელი გამოცდილება. ქობულეთის #1 სკოლის კლუბის ”პარალელის” წევრებთან ერთად დაიგეგმა ერთობლივი აქციის ჩატარება ქალაქში ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით. მათვე დაურიგდათ საინფორმაციო მასალა ადგილობრივ მოსახლეობას შორის გასავრცელებლად.
 
 
 
 
 
 
 
24-25 აპრილი 2014
ევროკავშირი განაგძრობს შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში ეფექტური რეადმისიის მართვის მიმართულებით
სამუშაო შეხვედრა მიგრანტთა ჰუმანური დაბრუნების და განთავსების ხელშეწყობისთვის
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს მიგრაციის მართვის სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად 2014 წლის 24 და 25 აპრილს სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საიმიგრაციო განყოფილებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ინფორმაციის გაცვლით და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, შეხვედრა ხელს შეუწყობს მიგრანტების წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნების მექანიზმების განვითარებას და მიგრანტთა განთავსების ცენტრების ეფექტურ მართვას.
ვრცლად
 
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ბელგიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ნიდერლანდების და პოლონეთის საიმიგრაციო დეპარტამენტების ექსპერტებმა, დეტალური პრეზენტაციების საშუალებით, მიგრანტთა დაბრუნების და განთავსების ცენტრების მართვის ეფექტური პრაქტიკა წარმოადგინეს და მონაწილეებს გაუზიარეს რჩევები მიგრანტთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.
 
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ წარმოდგენილი იქნა ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონი. ამასთან, დამსწრე საზოგადეობა გაეცნო საქართველოს მთავრობის გეგმებს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით.
 
ეს ორდღიანი შეხვედრა წარმოადგენდა ”რეადმისიის ეფექტური მართვა სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში” პროექტის ნაწილს, რომელიც დაფინანსებულია „მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროებში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის თემატური პროგრამის” ფარგლებში და ხორციელდება 2013 – 2014 წლების მანძილზე.
 
 
 
 
 
 
 
საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა ახალი საიმიგრაციო კანონი
2014 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომელიც ძალაში 2014 წლის 1 სექტემბრიდან შევა. კანონი დაარეგულირებს ქვეყანაში შემოსვლის, საქართველოში ცხოვრების და უცხოელების მიერ ქვეყნის დატოვების პროცედურებს.ეს ბმული გადაგამისამართებთ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ვებ-გვერდზე, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ამ კანონთან დაკავშირებით: 
 
 
 
 
 
 
 
20 – 21 მარტი 2014
ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში ინტეგრირებული საზღვრისმართვის პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერას
 
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის 2012 წლის პროგრამის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 20 – 21 მარტს ინტეგრირებული საზღვრის  მართვის 2014 – 2018 სახელმწიფო სტრატეგის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. სტრატეგია ძალაში 2014 წლის 1 მარტს შევიდა. მისი მიზანია საქართველოს საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერება, ქვეყანაში და რეგიონში სიმშვიდის და სტაბილურობის უზრუნველყოფა და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული სტრატეგიული რეკომენდაციების მიხედვით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
 
 
 
 
 
 
 
13 მარტი 2014
პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა
 
2014 წლის 12 მარტს მიგრაციის საერთაშორისო ორანიზაციამ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” ფარგლებში პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის პირველ შეხვედრა გამართეს. პარტნიორებმა და ევროკავშირმა წარმოადგინეს პროექტის პირველ კვარტალში მიღწეული შედეგები და გააკეთეს მონახაზი იმ ექსპერტიზის, რაც მათ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ორმოცდაორ თვიანი პროექტის მსვლელობის მანძილზე დასჭირდებათ. შეხვედრას, რომელსაც უმასპინძლა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნომ, ევროკავშირის ცხრა წევრი ქვეყნის საელჩოს, ევროკავშირის და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელი ესწრებოდა.
პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრა ყოველ კვარტალში გაიმართება.
 
 
 
 
 
 
 
12 – 14 მარტი 2014
საინფორმაციო შეხვედრა პოტენციურ მიგრანტებთან სამეგრელოში
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მობილურობის ცენტრის საინფორმაციო და საკონსულტაციო განყოფილებამ სამეგრელოს პოტენციურ მიგრანტებს მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხო მიგრაციის და არალეგალურ მიგრაციასთან, მათ შორის ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან), დაკავშირებული რისკების შესახებ. შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით და ასოციაცია მერკურის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში და ზუგდიდში.
 
 
 
 
 
 
 
4 მარტი 2014
მობილურობის ცენტრი საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს
 
მობილურობის ცენტრში, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობაში მდებარეობს, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია მათზე მორგებულ, მრავალფეროვანი, მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობისკენ მიმართული დახმარება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მათ ამ მომსახურებას საქართველოს ხელისუფლებასთან, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შესთავაზებს.
 
 
 
 
 
 
 
27 თებერვალი 2014
სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების განვითარება ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში
 
27 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიას შორის, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ ინიციატივას აფინანსებს აშშ-ს საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების ბიურო. მემორანდუმის საფუძველზე აჭარის რეგიონში, სადაც უკანასკნელ წლებში ტრეფიკინგის შემთხვევებმა იმრავლა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით პროკურორებისა და შსს-ს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. მემორანდუმის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართული რიგი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.
 
 
 
 
 
 
 
22 იანვარი 2014
ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში მიგრაციის და საზღვრის მართვის პოლიტიკის გაძლიერებას - შესაძლებლობების გაძლიერება ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით
 
პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას მიგრაციის მართვის პოლიტიკის განვითარებაში ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით. პროექტის საერთო მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის  მართვის და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირს და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, შესაბამისად.
 
 
 
 
 
 
 
 
ინტერვიუ მობილურობის ცენტრის კოორდინატორებთან
 
 
1. მოისმინეთ დაცული საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის მიმართულებით მოქმედი პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი მომსახურებების მიმოხილვა მობილურობის ცენტრის კოორდინატორების მიერ.
 
2. მიგრაციის მარშრუტები: დეპორტირებული ემიგრანტების რეინტეგრაცია სამშობლოში
                                                                                                                                   
 
 
 
 
 
 




 
 
 

ტრეფიკინგი
 
 
რა არის ტრეფიკინგი და მისი რა ფორმები არსებობს, ბოლო პერიოდში შემცირდა თუ არა ტრეფიკინგის შემთხვევები; საქართველოს მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაშიც განიცდიან ტრეფიკინგს თუ მხოლოდ საზღვარგარეთ და ძირითადად, რომელ ქვეყნებში გაჰყავთ ისინი; რა საქმიანობით არიან დაკავებულნი ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველები, როგორ ამოვიცნოთ ტრეფიკიორი და როგორ დავიცვათ თავი ტრეფიკინგისგან. 
 
 
 
 
 
 
 

გენდერული ამბები - ტრეფიკინგის საფრთხე და ქალები

 
 
რას ნიშნავს თანამედროვე მონობა? რატომ არიან ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორის უპირატესად ქალები? როგორ უნდა ამოვიცნოთ და არის თუ არა ძნელი ამ ტიპის დანაშაულის გახსნა? რას უნდა უფრთხილდნენ ისინი და როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ?