დაცული
საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის
მხარდაჭერა
 
 
Logo
 
პროექტს ახორციელებს
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
 
 
 
   
English  
|
  Georgian
 
 
 
პროექტის შესახებ
 
საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით
 
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის 2012 წლის პროგრამის მიერ და მას ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისია საქართველოში. პროექტი დაიწყო 2013 წლის 15 დეკემბერს და ის 2017 წლის ივნისამდე გაგრძელდება. მისი მსვლელობის მანძილზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განახორციელებს კომპლექსურ და ინტერგრირებულ მოქმედებებს, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებას საზღვრის და მიგრაციის მართვის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და ინსტიტუციური მიდგომების ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით განვითარებაში.
 
ამ პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვის და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირს და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, შესაბამისად.
 
 
 
პროექტის კონკრეტული მიზნები შემდეგში მდგომარეობს:
 
1. ინტეგრირებული საზღვრის  მართვის სფეროში არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება
 
  ეს გულისხმობს გაუმჯობესებულ უწყებათაშორის თანამშრომლობას და თანამშრომლობის განახლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან, საზღვრის გაძლიერებულ კონტროლს, საზღვრის მეთვალყურეობის პროცედურებს და მართვას, კერძოდ ეს ეხება საქართველოს მწვანე და ლურჯ საზღვრებს. პროექტის ფარგლებში ძირითადი აქცენტი კეთდება საქართველოს და თურქეთს შორის საზღვარზე, რომელიც არალეგალური მიგრანტების ხშირი სამიზნეა. მისი საშუალებით ბევრი არალეგალური მიგრანტი ცდილობს გადავიდეს დასავლეთის და ევროკავშირის ქვეყნებში. პროექტის ყველა შესაბამის საქმიანობაში აქტიურად იქნება გამოყენებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტიზა.  
 
2. მიგრაციის მართვის სტრუქტურის გაძლიერება
     
  ეს მოიცავს არალეგალური მიგრაციის შემცირებას, ქართველი დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობას და ტრანსსასაზღვრო, ორგანიზებული დანაშაულის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას ვიზების ლირებალიზაციის სამოქმედო გეგმაში არსებული მიმართულებების გათვალისწინებით. საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მართვის სფეროში უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების მიმართულებით; შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა არალეგალური მიგრაციის შემცირებისკენ მიმართული პოლიტიკის კოორდინირების ფუნქცია. იმიგრაციის განახლებული კანონმდებლობის განხორციელებისთვის საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებით გამოადგება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ექსპერტიზა.  
 
 
 
პროექტის მოქმედების სფეროები
 
თემატური ჯგუფი 1:
შესაძლებლობების განვითარება ინტეგრირებული საზღვრის  მართვის სფეროში, რაც მოიცავს სპეციალიზებული აღჭურვილობების მიზანმიმართულ შესყიდვას
 
     
 
  •  
 ინტეგრირებული საზღვრის მართვის უწყებათაშორისი სტრუქტურის გაძლიერების მიზნით ევროკავშირის ექსპერტების მიერ ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა  
 
  •  
2014-2020 წლების ინტეგრირებული საზღვრის მართვის სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობა  
 
  •  
საქართველოს საზღვრის მართვის თანამშრომლების შესაძლებლობების გავითარება ევროკავშირის უშუალო მენეჯმენტის ფარგლებში შესყიდული აღჭურვილობის მოხმარების მიზნით  
 
  •  
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური და პროგრამული პროდუქტებით ერთჯერადი უზრუნველყოფა  
 
  •  
შესაძლებლობების განვითარება ყალბი დოკუმენტების შემოწმების სფეროში  
 
  •  
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა საზღვართან დაკავშირებული რისკების მართვის სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებაში  
 
  •  
სასაზღვრო პოლიციის ხელშეწყობა ადამიანური რესურსების სფეროში პოლიტიკის განვითარების მიმართულებით  
 
  •  
საზღვრის გადაკვეთის გამოცდილების შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევა  
 
 
 
 
 
 
 
თემატური ჯგუფი 2:
შესაძლებლობების განვითარება არალეგალური მიგრაციის და ტრანსასაზღვრო დანაშაულის შემცირების მიზნით, რაც ასევე მოიცავს ადამიანით ვაჭრობას
 
     
 
  •  
საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის პოლიტიკის განვითარების კუთხით  
 
  •  
შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში  
 
  •  
კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო პროგრამული პაკეტების შესყიდვა  
 
  •  
საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ორმხრივი, საზღვრისპირა შეხვედრების ხელშეწყობა  
 
  •  
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა მისი საკონსულო ელექტრონული მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარებაში  
 
  •  
ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობა არალეგალური მიგრაციის შეჩერების მიზნით ინფორმაციული სქემების განვითარებაში  
 
  •  
არალეგალური ყოფნის შემცირება მოწყვლადი მიგრანტებისთვის საქართველოდან საკუთარ წარმოშობის ქვეყნებში ნებაყოფლობით დაბრუნების ხელშეწყობის (AVR) სერვისების საშუალებით  
 
  •  
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელშეწყობა ნარკოტიკული ნივთიერებების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბროლისთვის სასწავლო მოდულების განვითარებაში  
 
  •  
შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოფა მიზანმიმართული ექსპერტიზით, მათ მიერ კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობის მიზნით  
 
 
 
 
 
 
 
თემატური ჯგუფი 3:
საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ქართველი დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციისთვის საჭირო სტრატეგიების და პროგრამების მომზადების კუთხით
 
     
 
  •  
სამთავრობო სტრუქტურების და სხვა დაინტერესებული პირების ხელშეწყობა დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციისთვის  
 
  •  
მობილურობის ცენტრის ხელშეწყობა დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციისთვის  
 
  •  
მიზანმიმართული დახმარების მიწოდება რეადმისიის ფარგლებში დაბრუნებული მიგრანტებისთვის და სხვა დაბრუნებული პირებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფებს  
 
 
 
 
 
 
 
თემატური ჯგუფი 4:
მიგრაციის მონაცემების მართვის უწყებათაშორისი სისტემის განვითარება
 
     
 
  •  
ერთიანი ეროვნული საიმიგრაციო მონაცემების სისტემის ეროვნულ დონეზე ამუშავება  
 
  •  
დიასპორის გლობალური ქსელი  
 
  •  
ეროვნული აღწერა  
 
  •  
გაფართოებული მიგრაციის პროფილი