დაცული
საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის
მხარდაჭერა
 
 
Logo
 
პროექტს ახორციელებს
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
 
 
 
   
English  
|
  Georgian
 
 
IOM-ის შესახებ:
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)
პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ:
  • დაიცვას მიგრანტთა ადამიანური ღირსება და კეთილდღეობა
  • ხელი შეუწყოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას მიგრაციის მეშვეობით
  • უპასუხოს მიგრაციის მართვის სფეროში მზარდ ოპერატიულ გამოწვევებს და
  • განავითაროს მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების აღქმის დონე
    მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 1951 წელს შეიქმნა და დღეს იგი არის აქტიური, მობილიზებული და შედეგზე ორიენტირებული სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას მთავრობებისა და მიგრანტთათვის სტრატეგიული და პროგრამული საჭიროებების უზრუნველყოფით.
    მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია თანამშრომლობს მრავალ სამთავრობოთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
    მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისია 1993 წელს დაფუძნდა. საქართველოს მთავრობასთან ერთად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მოღვაწეობს შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებში:
  • მიგრაციის მასშტაბური მართვა
  • მიგრაციის გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება
  • მოწესრიგებული და ჰუმანური მიგრაციის ხელშეწყობა
  • სოციალ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა
  • მიგრანტთა ადამიანური ღირსებისა და კეთილდღეობის დაცვა
    თემატური სფეროები:
    მიგრაციის ხელშეწყობა
  • შრომითი მიგრაცია
  • მიგრანტთა დახმარება
  • საკონსულო მომსახურება
    რეგულირებული მიგრაცია
  • იმიგრაცია და საზღვრის მართვა
  • ადამიანის ტრეფიკინგის წინააღმდეგ
    ბრძოლა
  • მიგრანტთა დაბრუნება
  • ოპერატიული საქმიანობა, კრიზისები
    და პოსტკრიზისული საქმიანობა
    მიგრაცია და განვითარება
    მიგრაცია და ჯანმრთელობა
    ცნობიერების ამაღლება და განათლება
    მიგრაციის პოლიტიკა და კვლევა
    რეგულირებული მიგრაცია - მიმოხილვა:
    იმიგრაცია და საზღვრის მართვა
    IOM-ის იმიგრაციის და საზღვრის მართვის პროგრამა ბოლო წლების მანძილზე მზარდი მიგრაციის ნაკადების საპასუხოდ სტაბილურად ვითარდება და პრობლემების გადასაჭრელად ინოვაციურ გზებს მიმართავს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტრატეგიის მიხედვით, იმიგრაციის და საზღვრის მართვისკენ მიმართული ქმედებების მიზანია ხელი შეუწყოს მთავრობებს იმ პოლიტიკის, კანონმდებლობის, ადმინისტრაციული სტრუქტურების, ოპერატიული სისტემების და ადამიანური რესურსების საფუძველის ჩამოყალიბებაში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მათ ეფექტურად უპასუხონ მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვაგვარ გამოწვევებს და განავითარონ მიგრაციის მართვის შესაფერისი სისტემა. ამ სფეროში მოქმედებები ხორციელდება მთავრობებთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით, რომლებიც მჭიდროდ მუშაობენ იმიგრაციის და საზღვრის მართვის გუნდთან ქვეყნების საჭიროებების,პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის და საპასუხო ინტერვენციის ჩამოყალიბების მიმართულებით.
    იმიგრაციის და საზღვრის მართვის გუნდი თანამშრომლობს მთავრობებთან შემდეგ ძირითად სფეროებში:
  • მიგრაციისა და საზღვრის მართვის შეფასება
  • შესაძლებლობების განვითარება მიგრაციის მართვის სფეროში
  • საზღვრის და იდენტურობის მართვა, განსაკუთრებული ფოკუსით საზღვრის ინტეგრირებულ მართვაზე
  • საზღვრის ოპერატიული მართვა
  • საიმიგრაციო და სავიზო მხარდაჭერის მომსახურებები
    მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ორგანიზაციის ან IOM-ის საქართველოს მისიის ვებ გვერდები და