Logo
პროექტი დაფინანსებულია
ევროკავშირის მიერ
მეტი თანამშრომლობა დაცული
საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის
მხარდასაჭერად
ეფექტური თანამშრომლობა
Logo
პროექტს ახორციელებს
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
English
|
Georgian
 
 
           კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ინფორმირებული მიგრაციის" ვებ-გვერდზე!
 
 
ვებ-გვერდი შექმნილია და ფუნქციონირებს ”საქართველოს მთავრობის შესაძ- ლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის 2012 წლის პროგრამის მიერ.
 
ვებ გვერდის მიზანია:
 
  • საქართველოს მოსახლეობას მიაწოდოს უახლესი ობიექტური ინფორმაცია უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ
  • საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიიღონ გრძელვადიანი სარგებელი რეინტეგრაციის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში
 
 
 
პროექტის მნიშვნელოვანი მოვლენები
 
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) უკვე ორ წელზე მეტია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” (მეტი მეტისათვის). პროექტის მთავარი მიზანია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების და საზღვრის და მიგრაციის ნაკადების მართვის სფეროში არსებული გამოწვევების  დაძლევის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა.  მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნები, საქართველო იმყოფება მოსამზადებელ ფაზაში, რის შემდეგაც ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებს ექნებათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა  შენგენის სივრცეში 90 დღემდე ვიზიტის განხორციელების მიზნით. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილებაში გარკვეული წვლილი შეიტანა ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში საზღვრის და მიგრაციის მართვის სფეროში გაწეულმა ძალისხმევამ.   

და გაეცანით ჩვენს წლევანდელ მიღწევებს და მომავალი წლის გეგმებს. 
 
 
 
 
 
 
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) მოიწვია ექსპერტი ევროკავშირიდან და ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს სასაზღვრო პოლიციის ოფიცრებისთვის, რომლებიც მწვანე საზღვარის პატრულირებას აწარმოებენ და საპატრულო პოლიციის ოფიცრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობენ. 2016 წლის 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, სეპო თურქიამ ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარა ფინეთის საზღვირის დაცვის სამსახურში და სასაზღვრო და სანაპირო დაცვის აკადემიაში დაგროვილი გამოცდილება. 
 
 
 
 
 
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2016 წლის 17 – 19 მაისს ორგანიზება გაუკეთა სასწავლო ვიზიტს საფრანგეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექვსი დოკუმენტების შემმოწმებელი ექსპერტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს დოკუმენტების შემოწმების დიდი გამოცდილება აქვთ, ისინი პირველად ეწვიენ ქარხანას, სადაც მზადდება დაცული დოკუმენტები, როგორციაა პასპორტი და გაეცნენ ბანკნოტებში გამოყენებული დაცული ქაღალდის წარმოების ტექნიკას. 
 
 
 
 
 
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში 3.2 მილიონი ევრო გამოყოფილია საქართველო-თურქეთის მწვანე საზღვარზე ოთხი სექტორის მოდერნიზებისთვის. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ამ მხრივ ახორციელებს საჭირო აპარატურის შეძენას, ლოგისტიკურ მხარდაჭერას და სასაზღვრო პოლიციის ოფიცრებისათვის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებას.  

IOM-მა მსგავსი შეფასებითი ხასიათის ვიზიტები ასევე განახორციელა სარფში, კირნათსა და ვალეში. 2016 წლის 10 მაისს კი საქართველო-თურქეთის საზღვრის ოთხი სექტორიდან ბოლოს, ”კარწახს” ეწვია.
 
 
 
 
 
 
IOM-ის 2011 – 2015 წლების სტატისტიკის შეჯამება
 
2014 წელს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 20 მილიონამდე მიგრანტს აღმოუჩინა მხარდაჭერა. 2011 წლიდან დღემდე, IOM-მა 24,647 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს გაუწია დახმარება. 2015 წელს IOM-მა 69,196 დაბრუნებულ მიგრანტს შესთავაზა სარეინტეგრაციო დახმარება. 2015 წელს 41,467-მა მიგრანტმა მიიღო მონაწილეობა IOM-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში. 2011 წლიდან დღემდე IOM-მა ჩაატარა მილიონზე მეტი მიგრანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. 2015 წელს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 200-ზე მეტი ანგარიში გამოაქვეყნა. 

 
 
 
 
 
 
26 აპრილს შემაჯამებელ სემინარზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) თბილისში უმასპინძლა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი მოწინავე სამთავრობო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების 15 წარმომადგენელს.
 
სემინარის მონაწილეებმა საერთაშორისო ექსპერტის მიერ საქართველოში იანვარში, პირველი ვიზიტის დროს მომზადებული ანგარიშის სამუშაო ვერსიის მნიშვნელოვანი შეფასება გააკეთეს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში რეგიონული ლანდშაფტის შეფასება, რომელზე დაყრდნობითაც  განვითარდება სამომავლო შედეგზე ორიენტირებული ინტერვენციები და მოხდება ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მიდგომის შემუშავება.  
 
 
 
 
 
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2016 წლის 18 მარტს უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას თბილისში, რომლის მიზანიც იყო საქართველოს საზღვარზე მიგრანტთა შესაძლო მასობრივი შემოსვლის საპასუხო გეგმის ინიცირება. შეხვედრის ორგანიზება მოხდა საქართველოს კონფლიქტურ სფეროებთან სიახლოვის და სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, რომლებმაც მსგავს პრობლემაზე რეაქტიული და არა დაგეგმილი რეაგირება მოახდინეს. მიგრაციის კომპექსურმა და რთულმა დინამიკამ და მიგრაციის შერეულმა ნაკადებმა რეგიონში უკვე საკმაოდ სერიოზული გავლენა მოახდინა საქართველოზე და მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ მიზანშეწონილია ქვეყნის უფრო მაღალ დონეზე მომზადების ხელშეწყობა. 
 
 
 
 
 
 
2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს  საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის  შემოღებას.
 
 
 
 
 
 
ამ კვირაში IOM-მა ბათუმში ორგანიზება გაუკეთა სიღრმისეულ კურსს პროკურორებისა და პოლიციის ოფიცრებისთვის თემაზე - მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის დანაშაულის გამოძიების ეფექტური მეთოდები. ბრიტანელ ტრენერთან, ადრიან ლოქსტონთან და IOM-ის საზღვრის ინტეგრირებული მართვის ექსპერტთან, მარკ რიჩმონდთან ერთად, რომელიც ასევე დიდი ბრიტანეთიდანაა, 18 პროკურორი, სასაზღვრო კონტროლის ოფიცერი და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაესწრო თეორიულ და პრაქტიკულ სესიების, რომლებიც მათ მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში დაეხმარება. 
 
 
 
 
 
 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების განსახორციელებლად IOM აქტიურად იყენებს ევროკავშირის ქვეყნების კონკრეტულ ექსპერტიზას. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა საზღვრის ინტეგრირებული მართვა, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციის მონაცემთა მართვა და ანალიზი; აღნიშნული სფეროები მოიცავს მეტად ტექნიკურ საკითხებს და მათთვის შესაფერისი ექსპერტიზა საქართველოში არ მოიძებნება. 

 შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ  IOM-ის მიერ ევროკავშირის ქვეყნების  გამოცდილების გამოყენების განახლებული ანგარიში ინგლისურ ენაზე. სრული ინფორმაცია დასრულებულ სამუშაოებსა და მიმდინარე ვაკანსიებზე შეგიძლიათ მოიძიოთ .

IOM მზად არის მიიღოს განაცხადები და დეტალური CV-ები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტებისგან 2016 და 2017 წლებში საკონსულტაციო სამუშაოების შესრულებაზე.

IOM-ის ”მეტი მეტისათვის” პროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული საჭიროებების საპასუხოდ შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის მხარდასაჭერად. IOM-თან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველომ უკვე მიაღწია წარმატებას საზღვრის დაცვის და როგორც საკუთარი, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, უსაფრთხო მიგრაციის სფეროში. 
 
 
 
 
 
 
8 - 9 თებერვალს IOM-მა ორგანიზება გაუკეთა ორმხრივ შეხვედრას თბილისში მიგრაციის მართვის ორგანოებს შორის საქართველოდან და თურქეთიდან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანა და რეადმისიის ელექტრონული მართვის სისტემა, რომელსაც საქართველო ევროკავშირის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად 2014 წლის იანვრიდან იყენებს. ეს შეხვედრა უკანასკნელია IOM-ის მიერ 2006 წლიდან მიგრაციის მართვის სფეროში პირდაპირი კავშირების ხელშეწყობის და მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ერთობლივი მიდგომების შემუშავების მიზნით ამ ორ ქვეყანას შორის ორგანიზებულ ორმხრივ შეხვედრებს შორის. 
 
 
 
 
 
 
18 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების მეოთხე ანგარიში. ანგარიშში აღნიშნულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადეობასთან ერთად მიგრაციის მართვის პოლიტიკის და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამოვლენილ საჭიროებებთან და გამოწვევებთან და მიგრაციის ეფექტური მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში  მოყვანის მიმართულებით მიაღწია.
 
 
 
 
 
 
IOM-მა ორგანიზება გაუკეთა შსს-ს საპატრულო პოლიციის და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტს ნიდერლანდების სამეფო სამხედრო პოლიციის სამგზავრო და ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ექსპერტიზის ცენტრში სხიპჰოლში. ვიზიტის მონაწილეებმა ჰოლანდიელი ექსპერტების ხელმძღვანელობით წარმატებით გაიარეს ინტენსიური ტრენინგი დამცავი ნიშნების, ბეჭდვის ტექნიკის, დოკუმენტების ანალიზის, დოკუმენტების დაცვის უახლესი მეთოდების თემებზე, მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ სავარჯიშოებში და გაეცნენ სამგზავრო და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების დასაცავად გამოყენებული სხვადასხვა აპარატურის მუშაობის პრინციპებს. 
 
 
 
 
 
 
2015 წლის 6 ნოემბერს თბილისის იუსტიციის სახლში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან და მის წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაცია, სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. 
 
 
 
 
 
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), პოლონელი ექსპერტის მიერ მომზადებული რისკის ანალიზის შეფასების საპასუხოდ და შსს-ს თხოვნით, ორგანიზება გაუწია სასწავლო ვიზიტს ევროკავშირის კიდევ ერთ წევრ ქვეყანაში, ესტონეთში. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო ევროკავშირის ქვეყნებში საზღვის მართვის სფეროში არსებული რისკების ანალიზის მეთოდების გაცნობა. საპატრულო პოლიციის, შსს-ს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ კოლეგებს ესტონეთის საპატრულო და სასაზღვრო პოლიციიდან ტალინსა და ნარვაში სადაც განიხილეს რისკის ანალიზის და ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების საკითხები და საზღვრის და მიგრაციის მართვის ტექნიკური ასპექტები. 
 
 
 
 
 
 
28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველომ უმასპინძლა ევროკავშირის მისიას, რომლის მიზანი იყო საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მეორე ფაზის განხორციელების შეფასება. მისიამ ყურადღება გაამახვილა ისეთ აქტუალურ სფეროებზე, როგორებიცაა მიგრაცია და თავშესაფარი და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი).
 
 
 
 
 
 
 
 
2015 წლის 21 – 24 სექტემბერს ევროკავშირის დაფინანსებით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ჩაატარა დოკუმენტების უსაფრთხოების და ყალბი დოკუმენტების ამოცნობის ტრენინგი საქართველოს საპატრულო პოლიციის ოფიცრებისთვის. ჯგუფი შედგებოდა საზღვარზე ყალბი დოკუმენტების გამოვლენის სფეროში ყველაზე გამოცდილი ოფიცრებისგან. ტრენინგის მიზანია ყალბი დოკუმენტების გამოვლენის სტანდარტის გაუმჯობესება და ის შსს-ს სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დოკუმენტებთან მუშაობის ექსპერტების განთავსებას გულისხმობს. აღნიშნულ სტრატეგიას ასევე მხარს უჭერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ტრენინგში მონაწილე ოფიცრები განთავსებულნი არიან ქვეყნის ყველაზე დიდ აეროპორტებში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში და ძირითად სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, როგორებიც არის წითელი ხიდი, სადახლო და ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი.   
 
 
 
 
 
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს, თბილისის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ელექტრონულად შეუერთდა Keesing-ის სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების ბაზას. აღნიშნული ბაზის საშუალებით სააგენტოს თანამშრომლებს ექნებათ წვდომა ზუსტ და განახლებულ ინფორმაციზე ისეთი საინდენტიფიკაციო დოკუმენტების შესახებ, როგორიცაა სხვადასხვა ქვეყნების პასპორტები. სისტემაში კარგად ჩანს დოკუმენტების ყველა დეტალი და უსაფრთხოების მახასიათებლები, რაც ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლები ადვილად მოახდენენ მათ ხელთ არსებული გაყალბებული დოკუმენტების გამოვლენას. სამგზავრო დოკუმენტების რაოდენობა და სახეობები იზრდება რაც მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მეტ თავდაჯერებულობასა და ცოდნას, მათთან მუშაობის კუთხით.  
 
 
 
 
 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ ცერემონიაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საკონსულო მომსახურების ელექტრონული მართვის სისტემის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. ხელმოწერის ცერემონია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ხუთწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის კულმინაციაა. აღნიშნული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიზანია საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება რეადმისიის მართვის მიმართულებით და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ყოვლისმომცველი ელექტრონული საკონსულო მომსახურების პაკეტის შეთავაზება. 
 
 
 
 
 
 
ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე საზოგადოებისათვის სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის წარსადგენად ბათუმს ეწვია. პროგრამას სამინისტრო 2015 წლის ივნისიდან აფინანსებს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) დელეგაცია ქალაქის ცენტრში მდებარე IOM-ის ბათუმის ოფისში მიიღო. 
 
 
 
 
 
 
ევროკავშირის მხარდაჭერით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის კონკრეტული მოთხოვნას გამოეხმაურა. მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი 2015 წლიდან მცირე რაოდენობის ბენეფიციარებს მასპინძლობს. ექსპერტმა ნიდერლანდებიდან, გრეგ პიდაკოსმა, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაუზიარა ცოდნა და გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიც არის სტანდარტული ოპერატიული პროცედურები, კონფლიქტის თავიდან არიდება და ცენტრის თანამშრომლებს და ბენეფიციარებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა. 
 
 
 
 
 
 
ევროკავშირის მხარდაჭერით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თბილისის ოფისის საზღვრის მართვის სპეციალისტმა, ფინეთის სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა შსს-ს ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ვიზიტს ფინეთის ცენტრში მდებარე სასაზღვრო რეგიონში, კაინუში. სამუშაო ვიზიტის პერიოდში შედგა დისკუსია საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და პრაქტიკული ხასიათის შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც შსს-ს თანამშრომლებმა მოინახულეს სუომუსალმისთან მდებარე მწვანე საზღვარი, ქაჯაანის მართვის ცენტრი და ვარტეუსის სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტი. 
 
 
 
 
 
 
პარასკევს, 29 მაისს IOM-მა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად 7 NGO-სთვის საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის და მათთვის სრულფასოვანი მომსახურების მიწოდების მიზნით ტრენინგი ჩაატარა. ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ საბიუჯეტო სახსრები დაბრუნებული მიგრანტებისთვის მომავალ წლებშიც იქნება ხელმისაწვდომი. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მიგრანტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას დაბრუნებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ. 
 
 
 
 
 
 
IOM-ის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, პროექტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის საზღვაო დანაყოფის ანალიზის, ინფორმაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კაროლ ტუნრზინსკი ეწვია. ერთკვირიანი ვიზიტის მიზანია საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რისკებისა ანალიზის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
 
 
 
 
 
 
 მესამე ანგარიში VLAP-ის იმპლემენტაციის შესახებ
 
2015 წლის 8 მაისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა მესამე ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ. ეს არის VLAP-ის მეორე ფაზის მოთხოვნების შესრულების შეფასების პირველი ანგარიში. ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიერ შემდგომი ღონისძიებების ფარგლებში  გასათვალისწინებლად.
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აგრძელებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობისთვის და აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. აღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის VLAP-ის კრიტერიუმების მიხედვით განვითარებაში.
 
სრული ანგარიში იხილეთ აქ
 
 
 
 
 
  ვრცელი ინფორმაციისათვის იხილეთ
 
 
 
     
 
 
 
     
 
 
 
     
 
 
 
   
 
 
 
 
 
     
 

 
 

ვიზის ლიბერალიზაცია გასაგებ ენაზე
 
 


თქვენი კავშირი საქართველოსთან
 
 

შემოგვიერთდი და დარეგისტრირდი დიასპორის ვებ პორტალზე