მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) და პარტნიორ ორგანიზაციებთან: მიგრაცის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, ვებგვერდის ”ინფორმირებული მიგრაცია - საქართველო” მეშვეობით, მიზნად ისახავს:
მიაწოდოს საქართველოს მოსახლეობას უახლესი ინფორმაცია უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობებზე - მიიღეთ მიუკერძოებელი და სარწმუნო ინფორმაცია!
ხელი შეუწყოს ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლას და პრევენციას - იყავით დაცული!
IOM მოხარული იქნება, თუ გაგვიზიარებთ შთაბეჭდილებებს ვებგვერდის შესახებ. გთხოვთ, ესტუმროთ ონლაინ საკონსულტაციო ცენტრს და გამოთქვათ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები.
მიგრაციით დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ უსაფრთხო მიგრაციის სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.
ამ ნაწილში მოცემულია დეტალური ინფორმაცია ევროკავშირში კანონიერი მიგრაციის ზოგადი წესებისა და რეგულაციების
შესახებ. აქვე დეტალურად განხილულია კანონიერი მიგრაციის მარეგულირებელი ადგილობრივი კანონმდებლობები, რომლებიც ფუნქციონირებს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში.
ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალებზე პასუხისმგებელია IOM და მისი პარტნიორები და ისინი არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას. IOM არ იღებს პასუხისმგებლობას ვებგვერდზე მითითებული ბმულების შინაარსზე.